
დიმიტრი ანთაძე
დიმიტრი ანთაძემ (დბ. 1963) 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1990-იანი წლების საქართველოში არსებულმა რთულმა პერიოდმა ახალგაზრდა ხელოვანი ბედისწერით იაპონიაში მიიყვანა. იღბლიანი შემთხვევითობა პროფესიული გამოცდილების გაფართოების გზაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. იაპონიაში დიმა ანთაძის შემოქმედებამ ახალი სიცოცხლე შეიძინა, სადაც მან ცხრა პერსონალური გამოფენა გამართა.
დიმას მხატვრულ სამყაროში მთავარი თემა ზღაპარია. თავად ზღაპარი, მხატვრის თქმით, არის სასწაული — პირველ რიგში მისი წარმოშობისა და ყოვლისმომცველობის გამო... და რაც მთავარია, იმიტომ, რომ ის ადამიანს აღქმის თავისუფლებას ანიჭებს.
„ხატვა უჩვეულო გრძნობას მანიჭებს. ეს არის რეალური ცხოვრების პარალელური სამყარო, სადაც მხატვარი იყენებს სივრცეს, ფერსა და ხაზს საკუთარი თავის აღმოსაჩენად ან გამოსახატად.“ — დიმიტრი ანთაძე.
რეპროდუქციები





