top of page
Mamuka Tsetskhladze60.jpg

მამუკა ცეცხლაძე

მამუკა ცეცხლაძე 1980-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1984 წელს, მხატვრებთან — კარლო კაჭარავასთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად, მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „არქივარიუსი“. 1985 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, მამუკა ცეცხლაძისთვის დროებით გადაცემულ სახელოსნოში, შეიქმნა ახალგაზრდა ხელოვანთა არაფორმალური გაერთიანება „მეათე სართული“. 1987 წელს ჯგუფი „მეათე სართული“ მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში გადავიდა, სადაც მამუკა ცეცხლაძემ მხატვარ-დეკორატორად დაიწყო მუშაობა. გაერთიანებას სხვა არტისტებიც შეუერთდნენ და მას „მარჯანიშვილის სახელოსნო“ ეწოდა (1991 წლამდე). 1987 წელსვე ბერლინში (აღმოსავლეთ ბერლინი) ჯგუფის პირველი უცხოური გამოფენა მოეწყო.

1986 წელს მამუკა ცეცხლაძე იყო ფილმის — „ახალი წელი“ (რეჟისორები: კახა მელითაური, დათო შენგელიძე) დამდგმელი მხატვარი. 1994-1995 წლებში ის ასწავლიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1996 წელს იყო თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს კურატორი და მონაწილე. 2008 წელს მან დაასურათა ლევან გველესიანის წიგნი — „მოგითხრობთ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს“, რისთვისაც სხვადასხვა ზომის 90-მდე ილუსტრაცია შექმნა.

„მამუკა ცეცხლაძე ფენომენალური მხატვარია — მას თავიდანვე საოცარი ტექნიკა ჰქონდა. ძნელი გასაგებია, როგორ შეძლო მან მეჩვიდმეტე ან მეცხრამეტე საუკუნის მხატვრული მეთოდების ასე უშეცდომოდ ათვისება — მას ეს ხომ არ ენახა; სად უნდა ენახა?! ეს სურათები საბჭოთა მუზეუმებშიც კი არ იყო გამოფენილი! ასეთ შემთხვევაში მას ჰოლანდიაში უნდა ემოგზაურა და, ზუსტად ვიცი, რომ არ უმოგზაურია.“ — ამონარიდი წიგნიდან (დიმიტრი თუმანიშვილი — „XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი“).

მამუკა ცეცხლაძის ნამუშევრები დაცულია კერძო და საჯარო კოლექციებში საქართველოში, უნგრეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, რუსეთსა და თურქეთში.

რეპროდუქციები

შესრულების ვარიანტები

Fine-art ბეჭდვა

ჩვენი მუზეუმის დონის რეპროდუქციები იბეჭდება ისეთი ცნობილი ბრენდების პრემიუმ კლასის Fine-Art ქაღალდებზე, როგორიცაა Hahnemühle. თითოეულ ნამუშევარს აქვს საარქივო ხარისხი, რაც უზრუნველყოფს ფერების სიმკვეთრეს და მდგრადობას 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

4 მმ-მდე ელევაციური ბეჭდვა

ბეჭდვა ხდება პირდაპირ მყარ მასალებზე, როგორიცაა ალუმინი, PVC, MDF და ნატურალური ხე. 4 მილიმეტრამდე ფიზიკური რელიეფის აშენებით, ჩვენ ვქმნით შთამბეჭდავ სამგანზომილებიან სიღრმეს, რაც ზედაპირს მდიდარ, ფაქტურულ იერს სძენს. ხელმისაწვდომია დიდი ფორმატის ზომებში 125 სმ x 250 სმ-მდე.

FLXture + FLXfinish+

ერთი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ერთსა და იმავე ზედაპირზე ერთდროულად დაიბეჭდოს როგორც მქრქალი (matte), ისე პრიალა (glossy) ეფექტები დამატებითი ლაქის გამოყენების გარეშე. მეორე ტექნიკა კი საღებავის მიკროსკოპულ ფენებს აშენებს, რაც ქმნის ფიზიკურ, სამგანზომილებიან ტექსტურას და ზუსტად იმეორებს ორიგინალი ნახატის ფუნჯის მონასმების ფაქტურას.
bottom of page